ოლიგარქის სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული, შსს-ს კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულები ბრალს აღიარებენ. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შეთანხმებით პროკურატუტურას მიმართა, თუმცა პროკურორს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია.
ოლიგარქის პოლიციამ დანიელ მუმლაძე 9 დეკემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"