სასამართლომ სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა, კიდევ ერთხელ, 3 თვით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის  საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ ერთხელ, 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურა სადიგოვის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადის კვლავ გაგრძელებას შუამდგომლობდა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის რისკები მომატებულია. 

დაცვის მხარის განცხადებით, პროკურორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. ადვოკატი სადიგოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას შუამდგომლობდა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციამ ის 3 აგვისტოს დააკავა და მას შემდეგ  გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აფგან სადიგოვმა 21 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო, მას შემდეგ, რაც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. 

სადიგოვი, მისი ადვოკატი და ოჯახი შიშობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემდეგ, ჟურნალისტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

[ფოტო IPN]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი