ზუგდიდის აქციების მედროშე შალვა ესართია მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 3000 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ესართია 30 იანვარს, პოლიციაში ნიღბის ტარების გამო ჯარიმის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს, სადაც ის ასევე ნიღბით მივიდა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მას ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, რასაც ესართია არ დაემორჩილა. მათ შორის, შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც აქტივისტი დააკავეს და განმეორებითი ჯარიმაც დაუწერეს.
ავტორი: ემა გოგოხია