პიროტექნიკის გამოყენებისთვის, ივანიშვილის მოსამართლემ ქუთაისში, პედაგოგი 5 000 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პედაგოგი სოფო როინიშვილი ფოიერვერკის გასროლის გამო, 5 000 ლარით დააჯარიმა. 
 
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 
 
სოფო როინიშვილის თქმით, მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან პიროტექნიკის გამოყენება დაუმორჩილებლობის აქტი იყო. 

“ეს იყო ჩემი მხრიდან დაუმორჩილებლობის აქტი. მე ვიცოდი, აბსოლუტურად გაცნობიერებული მქონდა ამას რა მოჰყვებოდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ კრიმინალურ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია და არ გვეშინია იმ რეპრესიების, რომელსაც ის ახორციელებს თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ”, – განაცხადა სოფო როინიშვილმა.

მთავარი შაბათს | 01.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი