პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის | მზია ამაღლობელის საქმე და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 21-ე დღეა შიმშილობს. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მზია ამაღლობელი საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარია. მზია ამაღლობელი 2 ათეულ წელზე მეტია ჟურნალისტიკაშია. ქმნის ყველაზე სანდო პროდუქტს. არის "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი. დღეს მზიას სიცოცხლე საფრთხეშია. 


საქმე 1 -  „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს“ – სილის გაწვნაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

საქმე მე- 2 -  "მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა, არამედ – სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა."

საქმე მე- 3 - დაცვის პოლიციელს თავში ჩაარტყეს… მსჯავრდებული 1000 ლარით დაჯარიმდა.

საქმე მე- 4 - "კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად."

საქმე მე - 5 -  „დეტექტივს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში…“ – ამ საქმეზე არავინ დაუპატიმრებიათ 

საქმე მე- 6 -  „პოლიციელს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა…“ –მსჯავრდებული 2800 ლარით დაჯარიმდა 

ეს მხოლოდ ნაწილია უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია ქვეყანაში ყველაზე მაღალი სასამართლოს ინსტანციის  პრაქტიკა. ყველა ამ საქმეში უზენაესმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმა სხვა მუხლით გადააკვალიფიცირა. უმაღლესმა ინსტანციამ მიიჩნია,რომ ხშირ შემთხვევაში ხელის გარტყმა არათუ თავდასხმად, არამედ ცემადაც ვერ შეფასდება. 

მზია ამაღლობელს , რომელიც  21-ე დღეა უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის უკიდურეს ფორმას იყენებს , ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.. ოლიგარქს დამორჩილებული სასამართლო  ამაღლობელს მიუდგა ისე, როგორც რეციდივისტსა და განსაკუთრებით სახიფათო დამნაშავეს და პატიმრობაში დატოვა. ჟურნალისტს  პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ჟურნალისტი ქალის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დგებუაძის ამ ჩვენების საფუძველზე  მიმდინარეობს. ქართული ოცნების გარდა კი ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, არავინ დავობს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია, მის მიმართ წაყენებული ბრალი კი აბსურდული და დაუსაბუთებელი.

კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლის დაპატიმრება რომ პოლიტიკური დევნის ნაწილია და საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ ინტერესებთან , ამას ვერც  უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მალავს. 

იურისტები განმარტავენ, რომ თავდასხმა იმდენად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, რომ ის მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანებისკენ . პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში კი ქმედება სამართალდამცველის უფლებამოსილებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მზია ამაღლობელის მხრიდან სილის გაწვნა კი იმ შეურაცხყოფის საპასუხო იყო, რაც ჟურნალისტის მტკიცებით , ირაკლი დგებუაძემ მიაყენა. მანამდე ამას წინ ადმინისტრაციული წესით მისი უსაფუძვლო დაკავება უძღოდა. მზია ამაღლობელი ამტკიცებს, რომ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა გაგრძელდა განყოფილებაშიც. 

ავტორი: დავით კობიძე
 

მთავარი შაბათს | 01.02.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი