"ახლა, თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, აი, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე" | ნიკა კაცია მოსამართლეს

გამოქვეყნდა:

"ახლა, თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, აი, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე"  - ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ მისი საქმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

"პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს. სიმბოლურად ცარიელი ფურცლები წამოვიღე, ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ციხიდან ცარიელი ფურცლების გამოტანასაც მიკრძალავენ. [უნდა დამეწერა] "ჩადების ღამე შსს-თან ერთად", "რაც ჩამიდეთ, თქვენვე დაგიბრუნდებათო". თურმე მითხრეს, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზები არ შეიძლება.... მთელი ცხოვრება რომ დამტოვონ ციხეში, არ ვაპირებ იგივე ვუსურვო, ბატონი ჭიტაძეს [პროკურორი] იქნება, თუ სხვას. [ციხეში] დამცინიან, იცინიან ადამიანები, მოქმედებაზე, საუბარზე",- განაცხადა კაციამ. [IPN]

აქციების აქტიური მონაწილე, ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.  ოლიგარქის პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი