რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლის, თამთა ჩხაიძის თქმით, საქართველოში სასამართლო ინსტანციების გავლის შემდეგ საქმეს სტრასბურგში წაიღებენ. როგორც თამთა ჩხაიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა, ქართული სასამართლოს იმედი არ აქვთ, თუმცა ინსტანციების გავლა შესაბამისი დოკუმენტაციის მოსაგროვებლად არის საჭირო.
"ერთი თვის მანძილზე ჩვენ შეგვიძლია ეს ყოველივე გავასაჩივროთ და აუცილებლად გავასაჩივრებთ. არც მაქვს იმედი, რომ რამე იქნება, ყველანაირ ინსტანციას მივმართავთ, რაც შეიძლება რომ ჩვენს ქვეყანაში, ესე რომ ვთქვათ, საბუთების პროცესები გავიაროთ და შემდეგ ამ ყველაფერს სტრასბურგში წავიღებთ," - განაცხადა თამთა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.
საიას განცხადება ოკმელაშვილის საქმეზე.