თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ვირუსი თელავის ერთ- ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. ინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც არის.  

ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტებისა და წყაროს დადგენაზე მუშაობენ. მანამდე კი მასთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი თვითიზოლაციაში გადავიდა.

კახეთის რეგიონში კოვიდ დადებითი პაციენტების რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. 

ინფექცია დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც, რომელიც ე.წ “ანანიძეების” კლასტერს უკავშირდება. პაციენტი ლაგოდეხის  ცხელების ცენტრში მოათავსეს. სავარაუდოდ მას თბილისში გადაიყვანენ.

ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში არიან.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 6640 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული, 448 შემთხვევა დადსტურდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი