"საქართველოს მიერ PACE-დან დელეგაციის გაწვევა გაგებასა და პატივისცემას იმსახურებს" | კოსაჩოვი ოლიგარქიული რეჟიმის გადაწყვეტილებას აქებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ოლიგარქის პარტიის გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) დელეგაციის გამოწვევის თაობაზე აქებს და ამბობს, რომ ის "გაგებასა და პატივისცემას იმსახურებს".

გარდა ამისა, კოსაჩოვმა თავის ტელეგრამ-პოსტში არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, ევროსაბჭოც დატოვოს და მაგალითად რუსეთის გამოცდილება მოიყვანა.

"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გასულ კვირას PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურ თბილისს ავალდებულებდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას - რადგან 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებზე, ოპოზიციამ, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, ვერ დააგროვა საკმარისი ხმები. ბონუსად საქართველოს მოუწოდეს განიხილოს რეკომენდაცია, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას გულისხმობს. ჯერ კიდევ სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ეს მოთხოვნა შეურაცხმყოფელად ჩათვალა. აი, გარდაუვალი ფინალიც, თუნდაც ჯერ კიდევ შუალედური იყოს (ევროპის საბჭოდან გამოსვლაც შესაძლებელია - ვიცით, გაგვიცურავს ამ წყალში)", - დაწერა კოსაჩოვმა.

29 იანვარს, PACE-მ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ეს მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ეკრძალება:

  • სხვადასხვა კომიტეტის წევრობის უფლება; 
  • არჩევნების დაკვირვების უფლება; 
  • მომხსენებლად ყოფნის უფლება; 
  • ასამბლეაში თანამდებობის დაკავების უფლება; 
  • ასამბლეის წარმომადგენლობის უფლება.

რა წერია მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში

მოგვიანებით, ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი