"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, კობა ხაბაზი წერს, რომ ხვალ, 5 თებერვალს სასამართლოში დაიბარეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვას ედავებიან.
"ჩამაბარეს უწყება. ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს.
ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ჰყავთ გამომწყვდეული მეთქი", - წერს ის.