ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 55 დაშავდა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ოლეგ  სინეგუბოვი  ავრცელებს

გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის სამი ბავშვია, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბიჭი და 14 და 16 წლის ორი გოგო. დაღუპულთა შორის კი ერთი ორსული ქალია. 

წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შეტევის დროს ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. 

სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ სამიზნე ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტი არ იყო განთავსებული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი