ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ - საგანგებოს განცხადება

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხელვაჩაურის სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი და მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ, თუმცა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ სახლში მყოფ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ: 

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. 

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და  სარდაფებს.  რამდენიმე ადგილას, გზაზე,  ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. 

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ- აცხადებენ საგანგებოში.

მათივე ინფორმაციით, მთელი აჭარის მასშტაბით  სამუშაოებში აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული, 60-კაციანი შემადგენლობით.  

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან -  სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.
ამ დროისთვის, ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია - ნათქვამია საგანგებოს ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი