წარვადგენთ დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, დიმიტრი ბიძინაშვილს პოლიცია როგორ აგდებს ძალის გამოყენებით გზის შუაში | ადვოკატი

გამოქვეყნდა:

 "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოზე წარადგენენ ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ:

"წარვადგენთ ვიდეომტკიცებულებას, დრონით გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს დიმიტრი ბიძინაშვილი და სხვა პირებიც, როგორ იმყოფებიან არასავალ გზის ნაწილზე, მაქსიმალურად მარცხნივ და მის გარშემო არის პოლიცია. თავდაპირველი ვიდეო არსებობს, სადაც პოლიცია ეუბნება შეკრებილ პირებს, რომ მისცემდნენ საშუალებას გზის გადაკვეთის, მიუხედავად იმისა, რომ გზის გადაკვეთის მცდელობა არ ყოფილა, ამის შემდეგ რატომღაც რამდენიმე ადამიანი პოლიციის ფორმაში, მიდის დიმიტრი ბიძინაშვილთან, გამოჰყავს მოქალაქეებისგან გარეთ, რამდენჯერმე ძირს აგდებენ და ძალის გამოყენებით მიჰყავთ გზის შუაში. შესაბამისად, ალბთ ბრალდების მხარე ამას აღიქვამს, რომ გადაკვეთა, როდესაც თავად პოლიცია ძალის გამოყენებით ცდილობს, რომ მიიყვანოს. ამ კადრებს წარვადგენთ ჩვენ სასამართლოში" განაცხადა ადვოკატმა  ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სადაც ბიძინაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

"თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქის, ირაკლი ტაბატაძის ადვოკატის განცხადებით კი, ტაბატაძეს დაკავების მომენტში გდდ-ს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახის არეში ხილული დაზიანებები აღენიშნება.

ადვოკატის თქმითვე, ტაბატაძესთან უკვე იყვნენ შესულები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

ის გახდა გდდ-ს თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ის არის დაზარალებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ 4 თებერვალს დაკავებულ ადამიანს ხელბორკილი მოხსნეს და ისევ დაადეს და დააკავეს 19-222-ე მუხლით. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა. აქვს ხილვადი დაზიანების ნიშნები სახეზე, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში" განაცხადა ადვოკატმა მარიამ გოგორელიანმა

ცნობისთვის, დიმიტრი ბიძინაშვილიც და ირაკლი ტაბატაძეც  2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. თუმცა,  4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 8 პირს, მათ შორის ბიძინაშვილს, ტაბატაძეს, გიგი უგულავას, ბრალი სისხლის სამართლის წესით ჩადენილი დანაშაულით დაუკვალიფიცირეს. კონკრეტულად კი მათ ედავებიან  "სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას", რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი