გიგი უგულავას ადვოკატი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ "თბილისი მოლთან" დაკავებული მოქალაქეების უფლებადამცველებს ბრალის დადგენილება ჩაბარდათ.
როგორც აბესაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, 8 ადამიანს, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან, აბრალებენ, თითქოს გზის ბლოკირებას ცდილობდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ტელევიზიების პირდაპირი ეთერებით დასტურდება.
"ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადამიანს იჭერენ 2 წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადამიანი, სხვებთან ერთად ცდილობდა გზის ბლოკირებას, გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ყველა ტელევიზიის ეთერში მაყურებელი უყურებდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როცა ასეთი ტყუილი გინდა აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ, რომ ბრალის დადგენილებას რაიმე სამართლებრივი ფორმა და შინაარსი მისცე. საბოლოო ჯამში გრჩება 2 წინადადება, ორივე ტყუილი და ფორმალობისთვის შედგენილი. ახლა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურორი მიმართავს სასამართლოს - ველოდებით, რომ ალბათ დღესვე მოხდება ეს... მაღალია ალბათობა რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული.
რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, ის, რა თქმა უნდა ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა... პირდაპირ ეთერში, არსებობს არაერთი ვიდეო, ცხადი იყო რომ აქციის მონაწილეები ცდილობდნენ რომ გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლას, რაშიც პოლიცია ხელს უწყობდა და მოლაპარაკებები იყო, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ ბლოკირება გზის არ მომხდარიყო... ასეთი კადრი გიგი უგულავასთან მიმართებითაც არ არსებობს. უბრალოდ გზაზე გადასვლა ქალაქში გახდა დასჯადი - დღეს ეს არის აღმაშენებლის ხეივანი, ხვალ შეიძლება რუსთაველის გამზირი დაემატოს, მერე რომელიმე ქუჩა. აქციის მონაწილეების გადაადგილება, რომლებიც "თბილისი მოლის" შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული პოლიციასთან და პოლიცია ახდენდა ორგანიზებას გადასვლის", - განაცხადა აბესაძემ და არ გამორიცხა, რომ დაკავებულთა წრე, შესაძლოა, გაიზარდოს.
სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ:
ოლიგარქის პროკურატურა მათ 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.