საგამოძიებომ მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოჰკითხა | ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიანიჭეს

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის საქმეზე, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოჰკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ "პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას".

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. 

ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი. ის დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი. 

მზია ამაღლობელი 26 დღეა შიმშილობს, ამ დროისთვის ის კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი