არასრულწლოვანი და-ძმის სარჩელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ| PHR მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ბავშვების დაცვა ვერ შეძლო

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი ბავშვის სარჩელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ.  ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ბავშვების უფლებებს იცავს, დავობს სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემურ დარღვევაზე.

საქმე ეხება 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოს და მის ძმას. მათ დედას – 50 წლამდე ქალს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი, უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის გამო.  ძალადობის შესახებ ცნობილი იყო ზრუნვის სააგენტოსთვის, ამიტომ, სააგენტომ ბავშვები  სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. თუმცა, რამდენიმე თვეში ისინი ოჯახში დააბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ის საფუძვლები, რის გამოც ბავშვები ოჯახს განარიდეს, არ შეცვლილა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ბავშვების დაცვა ვერ შეძლო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი