პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 30 პირს ბრალდება  წარუდგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 30 პირს ბრალდება  წარუდგინა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 4 პირს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე 30 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე, მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ე.წ. ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდებს“ მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს.

ასევე სამართალდამცველებმა მათ შორის ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე დააკავეს.

ბრალდებულებს ბრალდება ,,კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე და ,,კანონიერ ქურდზე“ მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 26 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ასევე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ოთხ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი