21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, 19 თებერვალს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი ბრალდების მხარის მოწმე - დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, ბიძინა ჟამერაშვილი დაიკითხა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დევიძეს სხვებთან ერთად, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.
21 წლის ახალგაზრდას "ოცნების" რეჟიმის გამომძიებლები 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.