ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ 22 დღიანი შიმშილობის ფონზე, ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მას 15 კგ აქვს დაკლებული, დღევანდელ პროცესს ის ესწრებოდა. მას შემდეგ კი რაც, მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა, ქათამაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი