ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 500 ლარით დააჯარიმა. ქადაგიძე 2 თებერვალს სანაპიროზე დააკავეს. ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, "თბილისი მოლიდან" რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდა.
ქადაგიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.