ქუთაისში, სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიიდან თანხა გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ნიკორას”  მაღაზიიდან თანხა გაიტაცეს.

"მთავარ არხს"  თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ კაცი მანქანიდან გადმოვიდა სალაროდან თანხა მუქარით გაიტაცა და ისევ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

“გადმოხტა მანქანიდან შევიდა”ნიკორაში”  და სალაროდან თანხა წაიღო, მერე ისევ მანქანაში ჩაჯდა. ამ მაღაზიას ძალიან კარგი მუშაობა აქვს და დიდი რაოდენობით თანხასაც წაიღებდა”,- ამბობს ადგილზე მყოფი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს, პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი