
თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს 2 ოქტომბერს საქართველოში ინფიცირებული 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარიდანაა.
აჭარაში გახლავთ 66% ანუ 297 პაციენტი, თბილისში ცოტა მოიმატა, 17% - 78 პაციენტი, იმერეთი - 11% 52 პაციენტია, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაშა და შიდა ქართლში არის 6-6 პაციენტი, ქვემო ქართლში 2 პაციენტი, კახეთში 3, მცხეთა-მთიანეთში 2, სამცხე ჯავახეთში 1, - თქვა მარინა ენდელაძემ.
მისი განცხადებით, საავადმყოფოებში მყოფი პაციენტებიდან 38 არის კრიტიკულად მძიმე, 36 კი მართვთ სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 9 აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.
ბოლო მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.