კახეთში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა, ის საოლქო კომისიის წევრიცაა

გამოქვეყნდა:

კახეთში  კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი დაინფიცირდა. ვირუსი თელავის ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. რომელიც გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც არის.

ის მკურნალობის კურსს სახლში გადის, მისი ოჯახის წევრები და ასევე საარჩევნო უბნის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.  ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტებისა და წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, რადგან მედიკოსი შვებულებაში იმყოფება და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენდა. ინფექცია დაუდასტურდა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც.

კახეთის რეგიონში ჯამში, 59 ინფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 295 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 7 093;
  • გამოჯანმრთელებულია - 3 714;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 43;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი