ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ ერთი პირი დაჭრეს. ინფორმაციას "აჭარათაიმსი" ავრცელებს. სავარაუდოდ დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, რადგან არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა სროლის ხმაც გაიგეს.
ადგილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. არსებული ინფორმაციით დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის ტაბიძის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია.
შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236 (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით არის დაწყებული.