რესტორან "ონორეში" მომხდარი სროლის შესახებ შსს ამ დრომდე დუმს. შესაბამისად უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება და თუ დაიწყო, რა ვერსიაზე მუშაობს პოლიცია. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-მდე პირი მონაწილეობდა.
სროლა კი გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობებით, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე რესტორანში ბერა ივანიშვილის ძმაკაცმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე "კაწრომ" უმისამართოდ გაისროლა.