ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი იმართება. 9 ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
განსასჯელის სკამზე სხედან:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ან 60 დღემდე პატიმრობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა.