"აღიარებას არ ვთხოვდი, ოკმელას მაგალითი ვუთხარი, კარგად გაიაზრე-თქო" | გავრცელებული წერილის შემდეგ რეჟიმის პატიმარ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შეხვედრას მეორე მხარეც ადასტურებს

გამოქვეყნდა:

 

სისტემა მოშიმშილე პატიმარზე ზეწოლას ახორციელებს. ირკვევა რომ სამოქალაქო აქტივისტ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რომელიც უკვე 7 დღეა შიმშილობს, ოჯახთან შეუთანხმებლად შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე და მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს, რომელმაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ საპატიმროში მოინახულა. გუჯა ავსაჯანიშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილიც გაავრცელა.

"ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავითი, გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ამ ადამიანს, ან რა განზრახვა ამოძრავებდა." - აღნიშნულია ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილში.

პატიმრობაში მყოფ აქტივისტთან კონტაქტს ადასტურებს ადვოკატი დავით გამყრელიძეც.

"ვკითხე მე მას, გყავს-მეთქი ახლა ადვოკატი. უპატრონოდ ხომ არა ხარ? ომარმა ეგ მთხოვა ზუსტად, გაარკვიე რა დღეშიაო, იმიტომ რომ შიმშილობდა ეს ადამიანი, ხომ, როგორც ვიცი. აღიარებას კი არ ვთხოვდი, ოკმელას მაგალითი ვუთხარი აგერ რა. ისე არ მოხდეს და კარგად გაიაზრე ეს ყველაფერი-თქო რა, რა ჯობია, ახლა გარეთ სიტყვაზე იყო და გარედან იბრძოლო ადამიანმა, თუ რაღაც "ხლაპუშკა" გაისროლე თუ ჯებირს ჩაარტყი, ნაწილობრივ თქვა ის, რაც გააკეთე და ვიდეომასალაში ჩანს. მე რჩევასაც ვერ მივცემ მაგას იმიტომ, რომ არა ვარ მისი უფლებადამცველი. მას ჰყოლია ადვოკატი, თვითონ მითხრა მერე საუბარში. ვიღაცა ელგუჯაზე მითხრა, მე არ ვიცნობ ამ ელგუჯას," - აცხადებს დავით გამყრელიძე.

ავტორი: დავით კობიძე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი