"მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელსაც პროტესტის გაშუქების დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა, დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ოპერატორს, სერგი ბარამიძეს ოლიგარქის პოლიცია დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდს, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს პროტესტის გაშუქების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

სერგი ბარამიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი