მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა.
ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
მანამდე, ადვილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა. ამ დროს, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, მოგვიანებით კი, კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.
ფოტო: MO SE