"რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა, დაკავდნენ ადმინისტრაციული წესით" | მემანიშვილი გზის გადაკეტვის გამო, ხალხის დაკავებას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი აქციაზე რამდენიმე ადამიანის დაკავებას ადასტურებს.

მემანიშვილის თქმით, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"ჩვენ მოვუწოდეთ არაერთგზის, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა, ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დაკავდა ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავაზუსტებ და მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა მემანიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალებია მობილიზებული. 

მანამდე, ადვილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ოლიგარქის პოლიცია მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა. ამ დროს, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, მოგვიანებით კი, კიდევ 2 ადამიანი დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი