ჩხოროწყუს ცენტრში გვიან ღამით 2 მაღაზია გაქურდეს. მათგან ერთი პოლიციიდან დაახლოებით 100, მეორე კი 200 მეტრში მდებარეობს.
მძარცველებმა მაღაზიის შუშები ჩაამტვრიეს. ორივე შემთხვევაში წაღებულია ნავაჭრი თანხა და საკვები პროდუქტები. ზუსტი ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.
ეს ჩხოროწყუში პოლიციის მიმდებარედ მაღაზიების გაქურდვის მე-7 შემთხვევაა ბოლო 10 დღის განმავლობაში. წინა 4 შემთხვევის დროს, პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა. მათგან ერთ-ერთმა ქურდობის მიზეზად შიმშილი დაასახელა, სამივე მათგანის ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.
დანარჩენი შემთხვევებში პოლიციას ჯერ ეჭვმიტანილიც არ ჰყავს.
ავტორი: ემა გოგოხია.