"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მთავრობის კანცელარიასთან მორიგი აქცია გამართეს. მათი თქმით, დაზარალებულ 150-მდე მოვაჭრეს, მთავრობისგან კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია.
დაზარალებული მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ თბილისის მერია პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს. ადვოკატი ნანა ფილაური ამბობს, რომ დაზარალებულთა ბრძოლა 3 წელი და 8 თვეა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ დაზარალებულთა სტატუსი მიანიჭა, ისინი კვლავ კომპენსაციის მიღმა რჩბიან.
მივმართავ აღმასრულებელ ხელისუფლებას, განსაკუთრებით თბილისის მერიას, რომ სასამართლოს მიერ მათთვის მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი გაითვალისწინონ, რადგან მ ადამიანების უფლებები ძალიან შეზღუდულია, - ამბობს ადვოკატი ნონა ფილაური.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროცესის გადავადების შემთხვევაში ისინი პერმამენტულ აქციებს დაიწყენებ.