პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს

გამოქვეყნდა:

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. ახლა დაცვის მხარე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის მოლოდინშია: 

"მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  გამოყენების გაუქმების თაობაზე. ეს საქმე და თავის შინაარსობრივი ნაწილი არის უკანონო მისი დაკავებიდან დღემდე. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვცდილობთ ეს უკანონობა იმ სამართლებრივ ვითარებაში რა რეჟიმშიც ვიმყოფებით დავასრულოთ და შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობა სასამართლოსთვის, მის მიერ დაშვებული შეცდომა, არასწორად გამოყენებული სამართლებრივი ნორმების და უფლებების ხელყოფა მზია ამაღლობელის, დღეს მაინც იმსჯელოს სწორად და მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის საკითხი დავასრულოთ იმ ვადებში, რა ვადებიც ამ შუამდგომლობის განხილვას სჭირდება. " განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი