კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მკვლელობა მოხდა, მოკლული 80 წელს გადაცილებული ქალია, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი 35 წლის შვილიშვილი. ბრალდებულმა ქალს თავის არეში სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა დაზიანება. არსებული ინფორმაციით შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.