ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კაცი იზოლატორშია გადაყვანილი | კასპში მომხდარი დანაშაულის დეტალები

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, სახლში, სადაც შვილიშვილმა ბებია მოკლა, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

წუხელ, გვიან ღამით მომხდარი დანაშაულის შესახებ 35 წლის კაცმა მეგობარს ტელეფონით აცნობა და სამართალდამცავებიც სოფელში ამის შემდეგ ჩავიდნენ.კაცი, რომელსაც ბებიის მკვლელობას ედავებიან პოლიციამ დილით მაშინ დააკავა, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ რამდენჯერმე გასაფრთხილებლად ჰაერშიც გაისროლა.  

ადგილობრივების თქმით, შვილიშვილს ბებიასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია. მათი თქმით, 35 წლის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ბრალდებული ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი