ქობულეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ცეცხლაურში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვი სახლიდან 50 მეტრში მინდორში გაჩერებულ ტრაქტორზე თამაშობდა.
თავდაპირველი ინფორმაციით, მოზარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მან სიცოცხლე თვითმკვლელოობით დაასრულა, თუმცა "მთავართან" საუბარში ახლობლები და საჯარო სკოლის პედაგოგები თვითმკვლელობას კატეგორიულად უარყოფენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.