მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც 40 წლამდე მამაკაცია.

გარდაცვლილი, სავარაუდოდ, თედორაძეების ოჯახის წევრია. ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

მეწყერმა ერთი ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა, დამეწყრილ ზონაში მოჰყვა ასევე მსუბუქი ავტომანქანა, სადაც ორი მგზავრი იმყოფებოდა. 

მეწყერს გადარჩენილი თედორაძეების ოჯახის ერთი წევრი ამბობს, რომ 5 ნეწყერი წლის წინაც ჩამოწვა და ამის შესახებ გამგეობას აცნობეს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

სოფელ ჯოჭოში მაშველები ასევე 16 წლის მოზარდს ეძებენ.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ,1 ოქტომბერს გვიან ღამით ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა თედორაძეების სახლი მთლიანად გაანადგურა. აჭარაში სტიქია რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი