მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახების მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ და ეკონომიკის სამინისტროდან რუსთაველის გამზირისკენ მარშით მიემართებოდნენ, კვერცხები და მანდარინები ესროლეს.
აქციის მონაწილეებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მათი თქმით, საპოლიციო ძალები შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა და დაიღუპა.
ფოტო: "ნეტგაზეთი"