გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე, ნათია თურნავა სასამართლოს ჩვენებას აძლევს

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩვენებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ". სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა, მოტივად კი კომერციული საიდუმლო დაასახელა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მოთხოვნა გაიზიარა.

შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

[ფოტო: IPN]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი