სტიკერის გაკვრაზე, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული "სამართალდარღვევის" საქმის განხილვა ისე ჩაინიშნა, რომ ადვოკატებს არ შეატყობინეს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა იწყება. განიხილება "სამართალდარღვევა", რომლის შესაბამისადაც, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს სტიკერის გაკვრას ედავებიან. სხდომას არ დაესწრებიან ამაღლობელის ინტერესების დამცველები, რადგან, მათი თქმით, ამ სხდომის შესახებ წინასწარ მათთვის არავის შეუტყობინებია.

პარალელურად, ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ  უარი თქვა ჟურნალისტის უკანონო პატიმრობის გაუქმების განხილვაზე.

მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს. 

განახლება: საქმის განხილვა გადაიდო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი