ოლიგარქის სასამართლომ აქტივისტი ისაკო დევიძე დღეს 5 000 ლარით დააჯარიმა, მასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ მარიამ გაჩეჩილაძესაც, რომელსაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
"თქვენ იყავით ჩემი გასული ორი სასამართლოს მოსამართლე და იქიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებებიც გამოიტანეთ, თქვენ არა ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია და მიმაჩნია, რომ ხართ კლანის ერთ-ერთი მონა მოსამართლე. თქვენ არ უნდა მასამართლებდეთ მე, არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს, ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს" მიმართა დევიძემ ჩაგუნავას.
ოლიგარქის შსს დევიძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე პოლიციამ სხვა დროის ვიდეომასალა წარადგინა მტკიცებულებად, რეალურად კი გზის გადაკეტვას მას სხვა პერიოდში ედავებოდნენ.
შსს-ს მტკიცებით, ისაკო დევიძემ გზა ხელოვნურად 8 იანვარს, ხოლო მარიამ გაჩეჩილაძემ 9 იანვარს გადაკეტა.