ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი - დახურული ობიექტები და გზადაგზა აღმოჩენილი ინფიცირებულები

გამოქვეყნდა:

ჯადაცვის სისტემა სულ უფრო ვერ უმკლავდება კორონა ვირუსს. ეპიდემია ყოველდღიურად ხურავს ახალ ობიექტებს, და სკოლებისა და კლინიკების შემდეგ ახლა უკვე ტაძრების ჯერიც დადგა. 

მძიმე ვითარებაა სამეგრელოში. რამდენიმე წუთის წინ ჩხოროწყუდან კოვიდინფიცირებული ქალი 14 მგზავრთან ერთად ავტობუსით თბილისში ჩამოვიდა. პაციენტს გზაში შეატყობინეს, რომ ინფიცირებული იყო. საპატრულო პოლიცია მგზავრს ავტოსადგურში დახვდა. სად გადაიყვანეს სხვა მგზავრები, რომლებმაც დახურულ სივრცეში ინფიცირებულთან ერთად დახურულ სივრცეში გაატარა უცნობია. 

გარდა ამისა, ჩხოროწყუში კოვიდ19 კლინიკის ექიმს დაუდასტურდა. კლინიკა დაიხურა.  ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი,რომ ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრი ბანკში, მეორე კი სკოლაში მუშაობს.  დაიხურა კახეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც, აქაც ვირუსი ექიმს დაუდასტურდა,რომელიც რამდენიმე სხვა კლინიკაშიც მუშაობს. 

მაშინ, როცა ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ბოლო ორი კვირაა რეკორდულად იზრდება და უკონტროლო ხდება ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ვითარება კონტროლირებადია. შესაბამისი აპარატურა არსებობს და კონტყაქტების მოძიებაც დაჩქარებულად მიმდინარეობს. 

საკორდინაციო საბჭოს წევრების მტკიცებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის მართვა წარმატებით ხდება, თუმცა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "დარჩი სახლში" კამპანია ისევ აქტუალური უნდა გახდეს, სკოლებში კი ინფიცირების რისკი სწავლის დაწყების მეორე დღიდანვე ხელშესახები ხდება. ვიდრე უწყებები ერთმანეთის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, დღეს კოვიდ 19-ის კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა. 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა. ხუთი გარდაცვლილიდან ორი ბათუმის, სამი კი ქუთაისის კლინიკებში მკურნალობდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი