კახეთში კორონავირუსი პოლიციელს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსი პოლიციელს დაუდასტურდა.

ინფიცირებული სამართალდამცავი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლიდან არის , თუმცა გარდაბნის მუნიციპალიპიტეტში მუშაობს. მამაკაცს რამდენიმე ათეულ ადამიანთანაც ჰქონდა კონტაქტი, რის გამოც ყველა მათგანის ნიმუში ლაბორატორიაში უვე გადაიგზავნა. 

პოლიციელი მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღის წინ იყო ჩასული; მას კონტაქტი ოჯახის წევრებთან და იმ თანასოფლელებთან ჰქონდა, რომლებიც რთველში დაეხმარნენ.

ეპიდემიოლოგები ახლა წყაროს დადგენაზე მუშაობენ და განმარტავენ, რომ ეს არის შემოტანილი შემთხვევა და კახეთის სტატისტიკაში არ განიხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი