"TV პირველის" ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ მიყვანილი ე.წ დამკავებელი პოლიციელები, ლაშა ჯიოშვილის დაკავების ვიდეოში საკუთარი თავის ამოცნობაზე მედიას უარს ეუბნებიან.
ე.წ დამკავებელ პოლიციელებს ვერ ცნობს, ვერც ლექსო ვალიაური, რომელიც ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას ახლდა თან. მისი თქმით, თავდამსხმელები სრულიად სხვა აღნაგობის ადამიანები იყვნენ, სასამართლოში კი ოლიგარქის პოლიციელებს უწევთ ტიტუშკების დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა ჯიოშვილის პროცესი ერთსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდა. საქმეს სანქცირებული მოსამართლე, ლელა ცაგარეიშვილს იხილავს.
ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი იზოლატორიდან სასამართლო დარბაზში უფლებადამცველებისთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე გადაიყვანეს.
ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში რაღაც ჩაუდეს".