ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი. ქალს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება. “მთავარ არხს" წყარომ განუცხადა, რომ ფაქტი სასულიერო პირმა ჩაიდინა. შემთხვევა კი იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
ჩვენთვის ცნობილია სამედიცინო დაწესებულება, შემთხვევის ადგილი, დაზარალებული ქალისა და სავარაუდო დამნაშავე სასულიერო პირის ვინაობა, თუმცა აღნიშნულ დეტალებს შეგნებულად არ ვასახელებთ.
“მთავარ არხს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.