ორი პირი, რომელიც მაჩეტეს გამოყენებით მარშის მონაწილეებს თავს დაესხა, ოლიგარქის შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა

გამოქვეყნდა:

ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეებს თავს დაესხნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ოლიგარქის შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, კინო "ამირანის" მიმდებარედ ორი პირი თავს დაესხა. როგორც იუმორისტი, სანდრო ცხადაძე წერდა, თავდამსხმელებს მაჩეტე და ე.წ. ბიტა ჰქონდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი