ჟურნალისტი მირიან ბერულავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ 2000 ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტს სამართალდამცველები სამი პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.
როგორც “მთავარი არხის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამართალდამცველები მოსამართლეს ჟურნალისტის 5000 ლარით დაჯარიმებას სთხოვდნენ.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად აფასებს.
ადვოკატი ვალერი თევდორაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება. თავის მხრივ, მირიან ბერულავამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, სამართალდამცველებისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ სისტემას არ ენდობა.
მირიან ბერულავა პირველ თებერვალს დააკავეს. მას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.