პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უამინდობისა და დიდთოვლობის გამო სხვადასხვა რეგიონში შექმნილ პრობლემებს ეხმაურება.
"გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია სახელმწიფოს გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ გვიწოდებს 112-ის გზავნილი!", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დიდთოვლობის გამო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. ხულოს, შუახევის და ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის - 1,50 მეტრს. ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, გურიის რეგიონში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.