„რაც შეეხება სტიქიას, ვხედავთ, რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის მხრივ. პროგნოზის თანახმად, ორი დღე იქნება კვლავ თოვლი. სახელმწიფო სრულად არის მობილიზებულია რათა სხვადასხვას დასახლებულ პუნქტთან მისასვლელი გზა გაწმენდილი იყოს, კომუნიკაცია შედგეს, ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველადი საჭიროების ნივთი.
ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ. სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად, რაც ამ დროს გვაქვს სახეზე“ [IPN]
განუცხადა ჟურნალისტებს თვითგამოცხადებული პარლამენტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გურიაში შექმნილ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.