პირველი პრეცედენტი | მომჩივანთა მოთხოვნით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის დაზარალებულების საქმეები განიხილა

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეები. 

ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით. 

დიდმა პალატამ განიხილა, დაირღვა თუ არა წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება მატერიალურ ნაწილში.

სხდომას დაზარალებულის სტატუსით ესწრებოდა მაკო გომური. 

"დღევანდელი პროცესი არ არის მარტო 20 ივნისს დაზარალებულებისთვის მნიშვნელოვანი. ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც რეპრესირებულია სახელმწიფოს მიერ, რადგან ჩვენ ვაწყდებით მუდმივად უსამართლობას ჩვენს ქვეყანაში. იქნება ეს სასამართლო, საგამოძიებო უწყება და საჭიროა, რომ შევახსენოთ სახელმწიფოს, რომ გვაქვს ბერკეტები სადაც ვიპოვით ჩვენ სიმართლეს და იპოვიან ის ადამიანებიც, ვინც არიან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დევნილები. " ამბობს მაკო გომური.

20 ივნისის მოვლენების მსხვერპლთა უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები იცავდნენ.

სტრასბურგი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი